პარლამენტში ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

21 თებერვალი 2024, 10:50 394 ნახვა

"მინისტრის საათის" ფორმატში ამჯერად ლაშა ხუციშვილს მოუსმენენ. პარლამენტში  მას დეპუტატები დღეს ელოდებიან. ცნობილია, რომ ფინანსთა უწყების პირველი პირი აქცენტის გაკეთებას აპირებს მომავალი 4 წლის ვალის მართვის სტრატეგიაზე, რომელიც უწყებამ მთავრობას უკვე წარუდგინა. 

გავრცელებულ დოკუმენტში აღნიშნულია,  რომ არა დოლარიზაციის ისტორიულად მაღალი მაჩვენებელი, საქართველოს ვალი არ გაცდებოდა ფისკალური წესით განსაზღვრულ ლიმიტს. სწორედ ამიტომ უწყება მთავარ ამოცანად კვლავ სავალუტო რისკების შემცირებას ასახელებს. 

ოპოზიციას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მწვავე კითხვები აქვს მომზადებული. მინისტრთან შეკითხვები ექნებათ უმრავლესობის წარმომადგენლებსაც. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი