სალომე დემურიას „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავის“ ჯილდო გადაეცემა 

19 თებერვალი 2024, 10:45 275 ნახვა

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ევროპული კინოს ხელშეწყობის“ ერთ-ერთი საკონკურსო პროგრამის ფარგლებში ეროვნული კინოცენტრის მიერ წარდგენილ მსახიობს სალომე დემურიას გადაეცემა ჯილდო სახელწოდებით - „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავი“.

ქართველი მსახიობი კონკურსისთვის კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტების ჟიურიმ 2023 წლის ათ ევროპელ ტალანტს შორის გამოარჩია და ის რუსუდან გლურჯიძის ფილმში - „ანტიკვარიატი“ - შესრულებული როლისთვის ევროპული კინოს „ამომავალ ვარსკვლავებს“ შორის დაასახელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში