აჭარის რეგიონალური სპორტული თამაშები დასრულდა 

19 თებერვალი 2024, 10:05 516 ნახვა

დასრულდა აჭარის რეგიონალური სპორტული თამაშები, რომლებიც სპორტის შვიდ სახეობაში გაიმართა. ბოლო დღე გუნდურ სახეობებში ფინალურ შეხვედრებს დაეთმოთ. კალათბურთში ვაჟთა შორის ბათუმის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა, გოგონათა შორის საუკეთესო ქობულეთის მეორე სკოლა გახდა. ფეხბურთში ჩემპიონები როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის ბათუმელები, შესაბამისად, მეექვსე და მერვე სკოლის გუნდები გახდნენ.

ხელბურთში მერვე სკოლის ვაჟთა და გოგონათა მეხუთე სკოლის გუნდებმა გაიმარჯვეს.

ფრენბურთში საუკეთესო გოგონათა შორის ბათუმის მესამე საჯარო სკოლის გუნდი იყო, ვაჟთა შორის კი ხულოს რაიონის სოფელ უჩხოს გუნდმა გაიმარჯვა, რომელიც საქართველოს მოქმედი ჩემპიონია და აპრილში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში