ჩემი ქვეყანა ძალიან ამაყია, ჩვენ გვყავს პირველი UFC-ის ჩემპიონი - მერაბ დვალიშვილი

18 თებერვალი 2024, 13:58 690 ნახვა

UFC 298-ზე მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდოსთან  გამარჯვების შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა.

“საქართველოში დღეს ისტორიული დღეა, ხალხი ქუჩებში შეიკრიბა და ამ გამარჯვებებს აღნიშნავენ. როგორც ნახეთ, აქაც ბევრი ქართველი მოვიდა, ყველგან ქართული დროშა იყო. ჩემი ქვეყანა ძალიან ამაყია - ჩვენ გვყავს პირველი UFC-ის ჩემპიონი, რაც ქვეყნისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, - აღნიშნა დვალიშვილმა.

ქართველმა მებრძოლმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. 

“ჩემი ერთადერთი მიზანი UFC-ის ჩემპიონის ტიტულია, მე ქამრისთვის ვიბრძვი. ჩემი ცხოვრება წლებია რაც შეიცვალა, მუდმივად ვვარჯიშობ და ეს პროგრესშიც მეხმარება. იმედი მაქვს შონ ო’მალი ქამარს შეინარჩუნებს, რათა სატიტულო ბრძოლა მასთან მქონდეს. მინდა სწორედ მას წავართვა UFC-ის ჩემპიონის ქამარი“, - განაცხადა დავლიშვილმა.

მერაბს UFC-ში 10-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს და მისი შემდეგი ბრძოლა სწორედ ქამარზე იქნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი