UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი, ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა.
პირველი რაუნდში სეხუდო უკეთ გამოიყურებოდა და მცირე უპირატესობით იმარჯვა. თუმცა მეორე რაუნდიდან დვალიშვილმა ტემპს მოუმატა, მეტოქე ორჯერ გადაიყვანა პარტერში, რამდენიმე ძლიერი დარტყმა გაუტარა და რაუნდი დამაჯერებლად მოიგო. მესამე რაუნდი კი ქართველი მებრძოლის სრული დომინაციით წარიმართა და სეხუდომ მას ვეღარაფერი დაუპირისპირა.
მერაბ დვალიშვილმა, ჰენრი სეხუდოს დამარცხების შემდეგ სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი, შონ ო'მალი გამოიწვია.