რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის აქცია თბილისში

17 თებერვალი 2024, 15:04 511 ნახვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი ამჯერად რუსთაველის მეტროსთან დაიწყო და პარლამენტის შენობამდე მსვლელობით გაგრძელდა.

ექიმების მთავარი მოთხოვნა უცვლელია. ისინი ითხოვენ, რომ გაუქმდეს მთავრობის გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევისა და კოლექტივის დაშლის შესახებ.

გარდა ამისა, ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და საკითხის სამუშაო ფორმატში განხილვას ითხოვენ. 

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი