სტიქიიდან 10 დღის შემდეგ ქედაში მოსალოდნელ შესაძლო საფრთხეებზე საუბრობენ სპეციალისტები, ამჯერად საუბარია ქედის სოფელ კოკოტაურზე. მოსახლეობა მშობლიურ სახლებს ტოვებს და ალტერნატიულ, უსაფრთხო ადგილას გადადის, ასეთი კი აქ ათობით ოჯახია. საბოლოოდ რამდენი მათგანი დაუბრუნდება საკუთარ სახლს, ეს გეოლოგების მიერ დადებული კვლევით გაირკვევა. მანამდე კი შესაბამისი უწყებები საპრევენციო ღონისძიებებზე უკვე მუშაობენ.