აჭარის რეგიონალური სპორტული თამაშები

16 თებერვალი 2024, 11:08 400 ნახვა

გრძელდება აჭარის ბავშვთა და სასპორტო ფედერაციის ინიციატივით დაწყებული რეგიონალური სპორტული თამაშები, რომლებშიც ექვსივე მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ.

ასპარეზობა შვიდ სახეობაში ტარდება: ფრენბურთში, გეზრბენში, ფეხბურთში, ბადმინტონში, ხელბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და კალათბურთში. გეზ-რბენის შემდეგ, შეჯიბრება ბადმინტონსა და მაგიდის ჩოგბურთში გაიმართება.

რეგიონალური სპორტული თამაშების ფინალური შეხვედრები სპორტის დარჩენილ სახეობებში კვირას, ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში ჩატარდება.  

აქვე გეტყვით, რომ გამარჯვებულები დასავლეთ საქართველოს პირველობაზე იასპარეზებენ, წარმატების შემთხვევაში კი საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში