ბაქოს გრანდ-სლემი ძიუდოში

16 თებერვალი 2024, 08:25 480 ნახვა

ბაქოში ძიუდოში ბაქოს გრანდ-სლემი დაიწყო, რომელშიც 20 ქართველი იასპარეზებს. პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამზე ექვსი მათგანი გავა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე და ამირან დარბაისელი იჭიდავებენ, 66 კილოგრამში კი მედლებისთვის თორნიკე მაზიაშვილი და გიგი ოტიაშვილი იბრძოლებენ. დღესვე იჭიდავებენ ქალებიც.

ბაქოს ტატამზე ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე გავლენ. შეგახსენებთ, რომ კაცთა შორის საქართველოს ნაკრები თითო წონაში ორ-ორი ძიუდოისტითაა წარმოდგენილი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი