კანონპროექტი შინაურ ცხოველთა შესახებ

15 თებერვალი 2024, 14:00 379 ნახვა

პარლამენტში შინაურ ცხოველთა შესახებ კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა.  ინიციატივა დეპუტატებს და სპეციალისტებს მაია ბითაძემ წარუდგინა.

ცხოველთა დამცველები იმედოვნებენ, რომ წესების გამკაცრებას შესაბამისი შედეგებიც მოჰყვება და ქუჩაში მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდება.

მეზობლების უმრავლესობის თანხმობა იქნება საჭირო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში სამზე მეტი ცხოველის ყოლისთვის. ცალკე თავია "მომეტებული რისკის" ჯიშის ძაღლები.

ინიციატივის ავტორები ამბობენ, რომ კანონი დაარეგულირებს ისეთ ოპერაციებსაც, რომელთაც არ აქვს სამედიცინო დანიშნულება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი