აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე - EMITT 2024-ზე წარადგინა

15 თებერვალი 2024, 14:38 341 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე - EMITT 2024-ზე წარადგინა. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოფენაში 95 ქვეყნის 595 კომპანია მონაწილეობდა და მას 30 000-მდე ვიზიტორი სტუმრობდა.

დეპარტამენტი გამოფენაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში