ბათუმში „გმირთა ხეივნის“ სრული რეაბილიტაცია და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია - ინფრასტრუქტურის სამინისტრო

15 თებერვალი 2024, 13:31 608 ნახვა

მათივე ცნობით, ბათუმში „გმირთა ხეივნის“ სრული რეაბილიტაცია და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია.  ინფორმაციას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთ კილომეტრზე მეტი სიგრძის ,,გმირთა ხეივნის“ სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემა, მოეწყო სავალი ნაწილის ბეჭდური ბეტონი, სარწყავი სისტემა.

"დასრულდა ხეივნის კეთილმოწყობის სამუშაოები, რისთვისაც მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა სანათები, საყვავილეები, სკამები, ინსტალაციები, შადრევნები, ველო სადგომები და განთავსდა ურნები, შეიცვალა და განახლდა დენდროლოგია, ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი საფეხმავლო გადასასვლელი ხიდების მშენებლობა.

ამჟამად მიმდინარეობს ხიდების მოპირკეთების სამუშაოები. ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედით მოსარგებლეთათვის გათვალისწინებული სახიდე გადასასვლელი, პანდუსთან ერთად, უზრუნველყოფს კავშირს სამნაწილიანი ბულვარის მონაკვეთებს შორის.

პროექტის განვითარება, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორ ეტაპად დაიგეგმა. სამუშაოები აქტიურად გრძელდება და ტურისტული სეზონისათვის ქალაქს ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატება.

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 23.8 მილიონი ლარი"- აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი