ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულებსაც იძლევა, კიდევ ერთმა ქართველმა ძალოსანმა იასპარეზა.
ტურნირის მესამე დღეს ფიცარნაგზე გოგა ჩხეიძე გავიდა, რომელმაც ორი მოძრაობის ჯამში 289 კილოგრამი დააგროვა მეცხრე ადგილი დაიკავა.
ამ დროისთვის ქართველი ძალოსნების ანგარიშზე სოფიაში მოპოვებული ოთხი მედალი რჩება.
დღეს მედლებისთვის 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში არჩილ მალაყმაძე იბრძოლებს.