რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გელა ბოლქვაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ბულგარეთის სახელით გამომსვლელი მოჭიდავე დამაჯერებლად, 9:0 დაამარცხა და საქართველოს ტურნირზე მეორე მედალი მოუტანა.
ჩვენმა ნაკრებმა შეჯიბრება ორი მედლით დაასრულა. ევროპის ჩემპიონატზე 16 თებერვლიდან ასპარეზობას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ.