ირაკლი ჩიქოვანი თურქეთისა და რუმინეთის ელჩებს შეხვდა. მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
თურქეთის ელჩთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მხრიდან გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე.
რუმინეთის ელჩთან აღინიშნა თავდაცვის სფეროში წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის წვრთნებისა და სამხედრო განათლების მიმართულება და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში რუმინეთის აქტიური მონაწილეობა.