დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი

14 თებერვალი 2024, 10:09 486 ნახვა

ფულის გათეთრების საქმე საქართველოში. პროკურატურის მიერ მოპოვებულ  მტკიცებულებებზე დაყრდნობით  სასამართლომ ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. საუბარია დაახლოებით 2 მილიონ დოლარზე. გამოძიების ვერსიით ბრალდებულებმა, რომლებსაც ამერიკაში ჰქონდათ კომპანია რეგისტრირებული, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქმედი  ერთ-ერთი  კომპანიის  დირექტორს  13 მილიონი  დოლარი უცხოურ საბანკო  ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხინეს.

ბრალდებულებიდან ერთ-ერთს ათწლიანი პატიმრობა მიესაჯა,  ხოლო იურიდიულ პირებს  ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობის უფლება და ჯარიმები  დაეკისრათ.

ფულის გარდა მსჯავრდებულებს ჩამოერთვათ    თბილისში  მდებარე  საცხოვრებელი  სახლი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი