რამინ შამილიშვილმა ორჭიდის ჯამში ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

13 თებერვალი 2024, 18:24 476 ნახვა

რამინ შამილიშვილი ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონია.

შამილიშვილმა ატაცში მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება შეასრულა, სამივე ცდა 106 / 109 /111 წარმატებით დაძლია საქართველოს ნაკრების 2024 წლის ყულაბას პირველი ვერცხლის მედალი მოუტანა. აკვრაში დაძლეული 126 / 130 კილოგრამით რამინმა მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 241 კილოგრამით კვლავ ვერცხლის მედალს დაეუფლა და ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.

ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულებსაც იძლევა.

დღესვე 22:00 საათიდან 61 კგ. წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძე იასპარეზებს. პირდაპირი ეთერის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზეა შესაძლებელი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი