უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 84 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

13 თებერვალი 2024, 11:11 381 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 84 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტერმა 5 სარაკეტო და 113 საჰაერო დარტყმა,135 შეტევა განახორციელა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

უკრაინული მხარის ცნობით, ღამით რუსეთი უკრაინას 23 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო ძალებმა 16-ის ჩამოგდება შეძლეს.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის სამიზნე იყო დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონები.

დნეპრის მერმა, ბორის ფილატოვმა განაცხადა, რომ რუსები ურტყამდნენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც ქალაქში ელექტროენერგია გაითიშა. დაიბომბა ადგილობრივი თბოელექტროსადგურიც, რის გამოც ობიექტის მუშაობა შეჩერდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი