ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე გიორგი ბაჟუნაიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, დავით ბაჟუნაიშვილს 3 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, გელა ბაჟუნაიშვილი კი უდანაშაულოდ ცნო.განაჩენი მოსამართლე კოტე ჭილაიამ, გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის გამოყოფილი საქმის, მოწმე თვითმხილველებზე ზეწოლისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ეპიზოდზე 9 თვიანი განხილვების შემდეგ გამოაცხადა.ვნახოთ თამუნა გაზდელიანის რეპორტაჟი.