2020 წლის შემდეგ საქართველო თოვლის ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატის ტური 2024 წლის 8-10 მარტს ჩატარდება და ძირითად ბადეში ქალებისა და მამაკაცების 16-16 გუნდი განთავსდება.
მანამდე, 24-25 თებერვალს ბაკურიანში საქართველოს ჩემპიონატი, ხოლო 1-3 მარტს ევროპის 20-წლამდელთა ასაკობრივი ჩემპიონატები ჩატარდება.