გაუგებარია ის უმოქმედობა, რომელსაც პრეზიდენტი იჩენს, დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ ილჰამ ალიევისთვის მილოცვა აქამდე ბევრჯერ გაჟღერებულიყო - ჩიქოვანი

12 თებერვალი 2024, 13:09 445 ნახვა

ჩემთვის გაუგებარია ის უმოქმედობა, რომელსაც პრეზიდენტი იჩენს, ელემენტარულად დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ ილჰამ ალიევისთვის მილოცვა აქამდე ბევრჯერ გაჟღერებულიყო, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„ვერ გეტყვით, რამდენად გამოდგება გამართლება, რომელსაც პრეზიდენტის ზოგიერთი დამცველი იყენებს, თითქოს ოფიციალური შედეგები ჯერ არ არის ცნობილი. მაშინ, როდესაც ეს შედეგები საკმარისია იმისთვის, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ან სხვა სახელმწიფოს ლიდერებმა, მათ შორის ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გამოიყენოს და მიულოცოს, უსურვოს წარმატებები ახალი პრეზიდენტობის პირობებში ბატონ ალიევს, რატომ არ არის ეს საკმარისი ქალბატონი პრეზიდენტისთვის. 

ეს კიდევ ერთხელ მგონია, რომ აზიანებს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, აზიანებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მიზნებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან. მეორე მხრივ, მგონია, საერთოდ სულაც უგუნური გადაწყვეტილება. თუმცა შესაძლებელია, ეს ყველაფერი გარკვეული სქემის ნაწილი იყოს, რომელსაც დიდი ხანია, პრეზიდენტი აღასრულებს და გარკვეულ დავალებებს მიყვება“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი