დღეს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. კონტინენტის პირველობაზე პირველად ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე ათკაციანი შემადგენლობით წარსდგება. მათ შორის იქნება მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლერი აბულაძე.
წარმოდგენილ გუნდში სამი დებიუტანტია. გიორგი ჩხიკვაძე, დიეგო ჩხიკვაძე და არჩილ ბოლქვაძე. დიეგო და არჩილი აჭარის საჭიდაო სკოლის აღზრდილები არიან.