სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ რაგბი დიდი 10-ის მე-14 ტურში ბოლნისის „ყოჩებს“ უმასპინძლა და 26:15 დაამარცხა.
ირაკლი ნინის გუნდმა მეტოქეს საერთო ჯამში 4 ლელო დაუდო. გატანილი ლელოთი თავი, გიორგი თხილაიშვილმა, გიორგი მენაბდემ, ნუკრი ფერსელიძემ და პენი მაკამ გამოიჩინეს, ხოლო სამი ზუსტად შესრულებული გარდასახვით გუნდს მამუკა ნინიძე დაეხმარა.
ამ დროისთვის „ბათუმი" დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში, 40 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება.
მომდენო შეხვედრას შავიზღვისპირელები 24 თებერვალს სტუმრად, ქუთაისის „აიას“ წინააღმდეგ გამართავენ.