“ძაღლი” – სპექტაკლის პრემიერა თოჯინების თეატრში

10 თებერვალი 2024, 11:01 428 ნახვა

„ძაღლი“ - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში დაიდგა.

,,სპექტაკლის მიზანია მაყურებელი დააფიქროს ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: ცხოველების მიმართ დამოკიდებულება, ერთგულება, მზრუნველობა, მეგობრობა და სიყვარული'' - ამბობს რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი. 

87-ე თეატრალური სეზონის მეორე საპრემიერო ჩვენება დღეს და ხვალაც გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში