გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება ქედაშიც. ამ დროისთვის 5 მიმართულებით სოფლის ცენტრებთან მისასვლელი გზები იწმინდება. გადაუღებელი წვიმების შედეგად მეწყრული კერები 150 ლოკაციაზე განვითარდა და 100 -მა ოჯახმა გეოლოგების რეკომენდაციით, საკუთარი საცხოვრებელი დატოვა, ისინი ალტერნატიულ ფართში გაიყვანეს. მუნიციპალიტეტში იმყოფება აჭარის გეოლოგიური სამსახურის ორი ჯგუფი და დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას სწავლობს. რა ვითარებაა ამ დროისთვის ქედაში, უფრო დეტალურად ილონა შავლიძის რეპორტაჟიდან შევიტყობთ.