ყინჩაურში ფერდობიდან მოწყვეტილმა მიწის მასამ სხალთა-ხიხაძირის დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა

08 თებერვალი 2024, 13:49 1422 ნახვა

ყინჩაურში ფერდობიდან მოწყვეტილმა მიწის მასამ სხალთა-ხიხაძირის დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა. ამ დროისთვის სამ ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია.

მეწყერმა წაიღო ხიდი, რის გამოც ოთხ ოჯახს, საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია. ისინი თავს მეზობლებს აფარებენ.

ხულოში ბოლო სამი დღის განმავლობაში, დროებით საცხოვრებელში 43 ოჯახია გაყვანილი. როდის აღდგება ჩაკეტილი გზა ამ ეტაპზე უცნობია, რადგან მეწყერი აქტიურია.

ამ დროისთვის, კრიტიკული მდგომარეობა ყინჩაურშია. თუმცა მეწყრული პროცესები სხვა ლოკაციებზეც ფიქსირდება.

ხულოს მერის განმარტებით, ადგილზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზაცია გზის გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი