უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 92 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

08 თებერვალი 2024, 10:36 305 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 92 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსებმა ოკუპანტემა რეგიონს 7 მიმართულებით შეუტიეს, განახორციელეს 51 სარაკეტო და 80 საჰაერო დარტყმა.

"დამცველებმა მოიგერიეს 3 თავდასხმა ხარკოვის რეგიონის სინკოვკასა და ივანოვკას მახლობლად, სადაც მტერი ცდილობდა თავდაცვის გარღვევას.

ლიმანის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსების 9 თავდასხმა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის ბელოგოროვკას და დონეცკის ოლქის ტორსკოეს დასახლებების რაიონებში"-აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი აცხადებს, რომ უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო შეტევისას დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მაღალსართულიანი შენობა და საგანმანათლებლო დაწესებულება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში