ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ძებნა-შველის ღონისძიებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
სტიქიის ზონაში ამ დროისთვის ნაპოვნია ოთხი ცხედარი.
ბოლო მონაცემებით, მაშველებმა ერთი მოქალაქის გადარჩენა შეძლეს.
გრძელდება ხუთი პირის სამძებრო სამუშაოები.
ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა.