ბაღდათში, სტიქიის ზონაში დაკარგული კიდევ ერთი პირის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა. მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
"ამ დროისთვის ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად ნანახია 4 ადამიანის ცხედარი. მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება. სამუშაოებში ჩართულია 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, კინოლოგიური ჯგუფი, ტექნიკის მობილიზება ხდება დამატებით, ასევე ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას, სანამ ყველა არ იქნება ნანახი. დაახლოებით 70% არის მიწის მასისგან გასათავისუფლებელი, ძალიან დიდი მასაა მოწყვეტილი, მთის ფერდობი, დიდი ალბათობით, დღის ბოლომდე უნდა დავასრულოთ სამუშაოები. ცოცხალი ძალის დამატება არ გახდება საჭირო",- აღნიშნა მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, დილით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ სოფელ ნერგეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, 3 ადამიანის ცხედარია იპოვეს.