„აგროპროექტების მართვის ცენტრ“-მა 2017 წლის ქვეპროგრამის ფარგლებში ჩანდლერის ჯიშის კაკლის ნერგების დარიგება დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეპროგრამის ფარგლებში 264 ფერმერს 25 344 ძირი ჩანდლერის ჯიშის კაკლის ნერგი დაურიგდება. ბიუჯეტი 341 637 ლარია. კაკლის ნერგების გადაცემის პროცესში აგროსერვის ცენტრის აგრონომმა, ფერმერებს და აგრომეწარმეებს კაკლის ნერგების დარგვისა და მოვლა მოყვანის ტექნოლოგიების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.