პრინცი ჰარის დაგეგმილი მოგზაურობა მამამისის, მეფე ჩარლზის სანახავად, მას შემდეგ, რაც 75 წლის მონარქს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, შეიძლება იყოს იმედის მომცემი ნიშანი იმისა, რომ სამეფო ოჯახი მეფის ჯანმრთელობის კრიზისის ფონზე გაერთიანდება.
70 წლიანი ლოდინის შემდეგ გამეფებულ ჩარლზს ტახტზე ასვლიდან 18 თვეზე ნაკლებ დროში კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მეფე ჩარლზი მკურნალობის პროცესში თავის საჯარო მოვალეობებს ჩამოშორდება.
პრინც ჰარის სამეფო ოჯახთან ,განსაკუთრებით მის უფროს ძმასთან, ტახტის მემკვიდრე პრინც უილიამთან დაძაბული ურთიერთობები აქვს. ჰარი, რომელიც ბრიტანეთში იშვიათად ჩადის მას შემდეგ, რაც ის და მეგანი 2020 წელს საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდნენ, დიაგნოზის გაგების შემდეგ ლონდონში მამის სანახავად ბრუნდება.