ჟურნალისტ  ელისო  კილაძის   შვილი  დააკავეს

14 მარტი 2017, 00:00 2014 ნახვა

ელისო კილაძე, მისი შვილის დავით ხარშილაძის დაკავებას აპროტესტებს. თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მასთან ერთად მისი მეგობრები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. გაზეთ “ქრონიკა პლუსის” რედაქტორის განცხადებით, პოლიციამ მისი შვილს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდო. კილაძე დაკავებას მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. ჟურნალისტი, თანამოაზრეებთან ერთად, სამოქალაქო მოძრაობას ქმნის სახელწოდებით “არა ჩადებას”, შეიქმნება ასევე დედათა კომიტეტი,  რომელიც პოლიციელების მხრიდან დაზარალებული პირების დაცვაზე იზრუნებს. ადვოკატის განცხადებით,  დაკავებულს ბრალი ჯერ წარდგენა და საგამოძიებო უწყება მესამე ნარკოტესტის ჩატარებას ელოდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი