სარაგბო კლუბი „ბათუმი” ზედიზედ მეორედ დამარცხდა

03 თებერვალი 2024, 17:39 483 ნახვა

ზამთრის შესვენების შემდეგ სარაგბო კლუბმა ბათუმმა ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. „ყაზბეგთან“ შინ წაგებული შეხვედრის შემდეგ ამჯერად შავიზღვისპირელები რაგბი დიდი 10-ის მე-13 ტურში სტუმრად ქუთაისის „არესსთან“ 20:10 დამარცხდნენ.

შეხვედრაში ბათუმელთაგან ერთადერთი ლელოს დადება ნიკა ნინიძემ მოახერხა, ხოლო ერთი გარდასახვა და ერთი ჯარიმა ზურა ფირცხალაიშვილის ანგარიშზეა.

მასპინძლებისგან კი გატანილი ლელოთი თავი, იაგო ხილაძემ და ზურა ოდიკაძემ გამოიჩინეს. ხოლო თითო-თითო ჯარიმა, გიორგი თევდორაშვილმა და ბონდო აბაშიძემ გაიტანეს. გარდა ამისა თევდორაშვილმა აქტივში ერთი ზუსტად შესრულებული  გარდასხვაც ჩაიწერა. 

ამ დროისთვის "ბათუმი" რაგბი დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში 40 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება.

მომდევნო შეხვედრას ირაკლი ნინიძის გუნდი 11 თებერვალს შინ ბოლნისის „ყოჩების“ წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში