უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

02 თებერვალი 2024, 11:49 342 ნახვა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას „ქართული ლეგიონი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპნენ. ისინი ქართული ლეგიონის შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ. "ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელის განცხადებით გამოცდილი ჯარისკაცები დავალებაზე იყვნენ გასული, რა დროსაც აფეთქებას ემსხვერპლნენ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში