ფლორიდაში, სატვირთო მანქანების ავტოპარკში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც „ბიბისი“ წერს, თვითმფრინავი ერთ-ერთ ტრაილერს დაეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ადგილზე სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას.
წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია პილოტი. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე.
შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.