უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 63 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

02 თებერვალი 2024, 10:39 438 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 63 სამხედრო შეტაკება მოხდა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა ავდეევსკის და მარინსკის მიმართულებით. მტერმა განახორციელა 2 სარაკეტო და 85 საჰაერო დარტყმა, 79 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

,,ლიმანის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს დამპყრობლების თავდასხმა დონეცკის ოლქის ტერნოვის რაიონში.

ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა მოიგერია მტრის თავდასხმა დონეცკის ოლქის კლიშჩეევკას მახლობლად"- განმარტავენ უკრაინის გენშტაბში.

ოკუპანტთა სამიზნე ხერსონის ოლქის ქალაქი ბარისლავიც გახდა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმას 2 ფრანგი მოხალისე ემსხვერპლა, 4 ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულთა შორის უცხოეთის 3 მოქალაქეა.

თავდასხმები განხორციელდა სუმის, დონეცკისა და დნიპროს დასახლებულ რაიონებზეც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი