„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა

01 თებერვალი 2024, 15:08 491 ნახვა

თანამდებობები გაცვლილია - დღეიდან ირაკლი კობახიძე აღმასრულებელ ხელისუფლებას, ირაკლი ღარიბაშვილი კი პარტია ''ქართულ ოცნებას'' უხელმძღვანელებს. 2  წლის შემდეგ ისევ ახალი პრემიერ-მინისტრი და ისევ თებერვალში. 

ზუსტად ორი წლის წინ  სწორედ თებერვალში ჩაანაცვლა გიორგი გახარია ირაკლი ღარიბაშვილმა.    

პირველად ამ პოსტის დატოვებისგან განსხვავებით, ამჯერად ის აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას და ჩაიბარა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიული თანამდებობა. 

ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში დეპუტატის პრემიერად დასახელება  კი არის  პირველი პრეცედენტი, რადგანაც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი მთავრობის მეთაური  პირველად ხდება.

ირაკლი კობახიძემ უკვე განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტში ახალი მხოლოდ თავდაცვის მინისტრი იქნება.

ახალ სამთავრობო გუნდს ნდობა პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს, ანუ პარტიული ფორმატიდან პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს.    

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი