შინაგან საქმეთა მინისტრი კვლავ აჭარაშია. გიორგი მღებრიშვილმა ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი ჩაატარა და სამართალდამცველებს შესაბამისი დავალებები მისცა. დეპარტამენტის ხელმძღვანელებისგან მინისტრმა 12 მარტს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ბოლო ინფორმაცია მოისმინა. ინფორმაციას უწყების პრეს-სამსახური ავრცელებს.