შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან

31 იანვარი 2024, 20:04 353 ნახვა

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროკომისიის წარმომადგენელთან გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში, „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ისაუბრეს იმის შესახებ, რომ „ოპოზიცია მხოლოდ მაშინ მოქმედებს კონსტრუქციულად, როდესაც შეხვედრებს კამერები არ აშუქებენ“. ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით კი საუბარი სადამკვირვებლო მისიების საქართველოში გამოგზავნასაც შეეხო, რისთვისაც ხელისუფლებამ შესაბამისი პროცედურები თებერვლამდე უნდა დაასრულოს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში