დავით ნინიაშვილი TOP 14-ის ტურის სიმბოლურში მოხვდა 

30 იანვარი 2024, 10:55 458 ნახვა

ლიონის ქართველი მორაგბე დავით ნინიაშვილი საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. გასულ ტურში ლიონელებმა პერპინიანსი 36:24 დაამარცხეს, ქართველმა გარემარბმა კი მასპინძელთა სამივე ლელოში უშუალო მონაწილეობა მიიღო.

„ლიონს“ 13 ტურის შემდეგ 24 ქულა აქვს და მე-11 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 3 თებერვალს სტუმრად „კლერმონთან“ გამართავს.

ნინიაშვილი ამ თამაშს, ალბათ, გამოტოვებს, რადგანაც საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული და 4 თებერვალს რაგბი ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩი ელის გერმანიასთან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი