ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს კიდევ ერთხელ მოუსმინა, ქობულეთში, სოფელ ლეღვაში, გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმის ოქროს მოწმეს. მან თითქმის იდენტური ჩვენება მისცა სასამართლოს, რაც ბაჟუნაიშვილების წინააღმდეგ რამდენიმე დღის წინ თქვა.
მძიმე შინაარსის აღიარებითი ჩვენების შემდეგ მან მოკლული 20 წლის ბიჭის დედას მიმართა.