სექსუალური ძალადობისთვის დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ

27 იანვარი 2024, 17:19 462 ნახვა

სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ კაცს ბრალს დღეს წარუდგენენ. სასამართლო პროცესი ხვალ უნდა გაიმართოს.

საქმის შესწავლის პროცესში ჩაერთო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო. სოციალური მუშაკები 16 წლის ბიჭს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.

გაუპატიურების ფაქტი ხაშურის რაიონში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდზე სავარაუდოდ 51 წლის კაცმა იძალადა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებული უკვე დააკავა. ის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი