დიდი 10-ის ტურში „ბათუმი“ „ყაზბეგთან“ დამარცხდა 

27 იანვარი 2024, 10:05 452 ნახვა

სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ ზამთრის შესვენების შემდეგ პირველი შეხვედრა შინ „ყაზბეგთან“ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 19:23 დამარცხდა.

ბათუმელთაგან ლელოები გიორგი მენაბდემ, ვანო ფუტკარაძემ და ვიტალი ირემაძემ გაიტანეს, ხოლო ორი ზუსტი გარადასახვა მამუკა ნინიძემ შეასრულა.  სტუმართაგან კი გატანილი ლელოთი თავი, მიხეილ ახობაძემ და რეზი მარგალიტაძემ გამოიჩინეს, ხოლო ორი გარდასახვა და სამი ჯარიმა  დავით მოძღვრიშვილმა გაიტანა.

ამ დროისთვის „ბათუმი" 40 ქულით დიდი ათის სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება, თუმცა უახლოეს კონკურენტებს „ლელო სარასენსს“, რომელსაც 40 ქულა აქვს და ქუთაისის „აიას“,- ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

მომდევნო შეხვედრას „ბათუმი“ 3 თებერვალს სტუმრად, ქუთაისის „არესის“ წინააღმდეგ გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი