,,საბაჟო აფართოებს მიზნობრივ პარტნიორობას“- ამ სლოგანით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის 180-ზე მეტ წევრ საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნეს. სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ღირსების სერტიფიკატები გადაეცათ საბაჟო დეპარტამენტის 20 მებაჟე ოფიცერს, ასევე პარტნიორ უწყებებს. მოწვეული სტუმრები გაეცნენ მიმდინარე რეფორმებს, ასევე საერთაშორისო სანქციების აღსრულების შედეგებისა და ახალი კომპიუტერიზირებული სატრანზიტო სისტემის შესახებ მომზადებულ პრეზენტაციას.