საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-10 ადგილზეა

26 იანვარი 2024, 10:28 950 ნახვა

საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-10 ადგილზე იმყოფება. მსოფლიოს მინი ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველოს 1375 ქულა აქვს და საუკეთესო ათეულშია.

საქართველო რეიტინგში უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: ბრაზილია, პორტუგალია, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და სხვა დიდ ნაკრებებს.

მსოფლიოს რეიტინგს კი 4125 ქულით ერთპიროვნულად რუმინეთის მინი ფეხბურთის ნაკრები ლიდერობს.

 

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში