ღაზის სექტორში ისრაელსა და "ჰამასს" შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. სექტორის ჯანდაცვის უწყება ისრაელს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ იერიშის სამიზნეში მოექცნენ ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას ელოდებოდნენ. დაღუპულია, სულ მცირე 20 ადამიანი, 150 კი დაიჭრა.
ისრაელი "ჰამასის" წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას არ აპირებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ომი დაჯგუფების სრულ ლიკვიდაციამდე გაგრძელდება.
ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური ინფორმაციით, შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი უახლოეს დღეებში ისრაელის, ეგვიპტისა და კატარის შუამავლებს შეხვდება, რადგან "ჰამასის" მიერ დაკავებული დარჩენილი მძევლების გათავისუფლების შეთანხმება განიხილონ.