ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომა

25 იანვარი 2024, 20:25 1823 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით საბჭოს სხდომაზე განიხილეს ციტრუსის ექსპორტისა და გადამუშავების შედეგები. დღევანდელი მონაცემებით ექსპორტირებულია 25 მლნ. დოლარის ღირებულების 38 800 ტონა, ხოლო გადამუშავებულია 12 070 ტონა ციტრუსი, რომლის სახელმწიფო სუბსიდია შეადგენს - 3 მლნ ლარზე მეტს. ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომაზე, მთავრობის განკარგულების ფარგლებში ბიზნესის ხელისშემწყობი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში