უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის სასაზღვრო რეგიონში რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის გარემოებების გარკვევა მოითხოვა და მოსკოვი უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიცოცხლით თამაშში დაადანაშაულა.
რუსეთის ოფიციალური პირები უკრაინას ილ-76 ტიპის სამხედრო თვითმფრინავის განზრახ ჩამოგდებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ თვითმფრინავით უკრაინელი სამხედრო ტყვეები გაცვლის მიზნით გადაჰყავდათ. ბორტზე მყოფი 74-ვე ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზი უცნობია.