გამოსახლებებზე მორატორიურიმის მოთხოვნა - გამოხმაურებები

24 იანვარი 2024, 14:05 391 ნახვა

„მორატორიუმი ყველა გამოსახლებას“ - ეს სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნაა. კეკელიძის ქუჩის პირველ ნომერთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მიმართვა წაიკითხეს და პარლამენტს მოთხოვნა წაუყენეს. 

როგორც იცით, გამოსახლების და საპროტესტო აქციის დროს პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გუშინ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მარინა ხატიაშვილის ოჯახი გამოასახლა. დაპირისპირებისას პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა.

მათ შორის ორი სისხლის სამართლის კოდექსით. ბინის ახალი მფლობელის ადვოკატის ინფორმაციით, გამოსახლების პროცესი რამდენჯერმე გადავადდა. ასევე ადვოკატის ინფორმაციით, ხატიაშვილებს ალტერნატიული ფართი არა ერთხელ შესთავაზეს, თუმცა უშედეგოდ. ეს შეთავაზება ახლაც ძალაში რჩება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი