საგამოძიებო სამსახურის განცხადება 

24 იანვარი 2024, 11:01 529 ნახვა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოსახლების და საპროტესტო აქციის დროს პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გუშინ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მარინა ხატიაშვილის ოჯახი გამოასახლა, მოქალაქეებმა სოლიდარობის მიზნით აქცია გამართეს. დაპირისპირებისას პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა. მათ შორის - ორი სისხლის სამართლის კოდექსით. დაკავებულების ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გუშინვე გაათავისუფლეს.  ბინის ახალი მფლობელის ადვოკატის ინფორმაციით, გამოსახლების პროცესი რამდენჯერმე გადავადდა.

ასევე ადვოკატის ინფომაციით, ხატიაშვილებს ალტერნატიული ფართი არა ერთხელ შესთავაზეს, თუმცა უშედეგოდ. ეს შეთავაზება ახლაც ძალაში რჩება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი